ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაინდრავა: “ზაზა შათირიშვილი ქართული საზოგადოების ყველაზე განათლებული წარმომადგენელია”

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გონიერი, წესიერი და ქართული საზოგადოების ყველაზე განათლებული წარმომადგენელია.

„მინდა სახალხოდ განვაცხადო, მე მეამაყება, რომ ვარ ზაზა შათირიშვილის მეგობარი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე გონიერი, წესიერი, ქართული საზოგადოების ყველაზე განათლებული წარმომადგენელი და ვთვლი, რომ ის ქვეყანა ბედნიერია, რომელმაც ასეთი შვილი გაზარდა. ზაზა შათირიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიაში დაკითხვა, რომელიც საჯაროდ იყო განხორციელებული ზუსტად იმ სირცხვილით დამთავრდა, რა სირცხვილითაც უნდა დამთავრებულიყო. იმისთვის, რომ ზაზა შათირიშვილს რაღაც კითხვები დაუსვა, მისი განათლებისა და ცოდნის მეასედი მაინც უნდა გქონდეს. იმ ადამიანებს, ვინც ცდილობდა, რომ ზაზა შათირიშვილი რაღაც ხაფანგში გაება, ამის მეამემილიონედიცარ აქვთ. იმიტომ იყო ის კომედია, რა კომედიაც გაუმართა ზაზა შათირიშვილმა ამ მანქურთებს, განათლების თვალსაზრისით. თუ არსებობს დამოუკიდებლობა და პიროვნული თავისუფლება, მისი სახე არის ზაზა შათირიშვილი, რომელმაც მთელი თავის ცხოვრებით დაადასტურა ეს. ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ როდესაც ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჭიაბერაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში”, ამ ყაჩაღების დანაშაულებრივ ჯგუფში გაერთიანდნენ, ადამიანობის ზღვარი გადალახეს, ზაზა შათირიშვილმა მათთან ურთიერთობა გაწყვიტა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ მეურვეთა კანდიდატურები შეარჩია. კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა, რომელთა შორისაც არიან:

მალხაზ ასლამაზაშვილი – რეჟისორი;
ნინია კაკაბაძე – ჟურნალისტი;
დონარა შონავა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
ზაზა შათირიშვილი – ფილოსოფოსი;
იზაბელა ოსიპოვა – სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
ხატია ყურაშვილი – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
ზვიად დევდარიანი – სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი;
ბესო ლილუაშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი;
ნათია სირაბიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
ია მამალაძე – ჟურნალისტი;
ნათია კობერიძე – ჟურნალისტი;
ბაია პატარაია – საფარის ხელმძღვანელი.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა საკუთარ კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა, “ქალთა მოძრაობამ” განხცხადება გაავრცელა, სადაც ის 10-მდე ქალის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. აღნიშნული სკანდალის შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. კანდიდატურა ბაია პატარაიამაც მოხსნა, რადგან მისი თქმით, დევდარიანი მისი მეგობარია.

იტვირთბა....