ბორჯომისა და ადიგენის მოსახლეობა ახალციხეში მათთვის ჩამორთმეული სატვირთო ავტომობილების დაბრუნების მოთხოვნით აქციას მართავენ. მოქალაქეების განცხადებით, მათ ხე-ტყის გადაზიდვის დროს ჩამორთმეულ სატვირთო მანქანებს თვეებია, რაც არ უბრუნებენ. პროკურატურა კი გამოძიებას აჭიანურებს.
აქციონერთა ერთი ნაწილი არ უარყოფს, ფაქტს, რომ მათ ხე-ტყე საბუთის გარეშე უკანონოდ გადაჰქონდა, თუმცა მათ თვეობით ავტომობილების ჩამორთმევა უსამართლოდ მიაჩნიათ. ავტომობილების მფლობელთა მეორე ნაწილის აზრით კი, მათ მანქანები უარგუმენტოდ ჩამოართვეს.
აქციის მონაწილეები მზად არიან, ავტომობილები ჯარიმის სანაცვლოდ გამოიყვანონ, თუმცა მათი თქმით, ამის უფლებას არ აძლევენ.
აქცია ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს. რომელსაც ნაციონაური მოძრაობის წევრებიც შეურთდნენ. აქციის მონაწილეები პროკურატურასთან პასუხისმგებელ პირთან შეხვედრის მოთხოვნით გადაინაცვლებენ.
წყარო: “იმედინიუსი”