ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურიის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააჯარიმა

გურიის პოლიციის მთავარი სამმართველოს სამორიგეო განყოფილების მორიგე ინსპექტორი, სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააჯარიმა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი გენერალური ინსპექციის მიერ ნარკოტიკული თრობის შემოწმების მიზნით ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რა დროსაც მას ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა. ის სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება მოსამართლის დადგენილების საფუძველზე.

იტვირთბა....