ოკუპირებული გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში რამინ ხაშიგი მოკლეს.
როგორც ოკუპირბული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორი აცხადებს, ხაშიგს „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს.
ასევე ე.წ. გენერალური პროკურატურა აქვეყნებ ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ ხაშიგი საავადმყოფოს პალატაში მოკლეს მიხეილ ბარციცის ნათესავებმა.
მიხეილ ბარციცი კი 2018 წლის 17 მარტს, 14:30 საათზე ოკუპირებული გაგრის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს.
ბარციცი ტუროპერატორი იყო. ე.წ. პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, რომ ხაშიგი, რომელსაც ბარციცის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, შურისძიების მიზნით სწორედ მისმა ნათესავებმა მოკლეს.
ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
წყარო: “1tv”