რამდენიმე დღის წინ, გდაურში მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ფრანგული საერთაშორისო კომპანიის “ბიურო ვერიტასის” ექსპერტები უკვე საქართველოში არიან.
ეკონომიკის სამინისტროს თქმით, მათთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. გუდაურში ასევე იმყოფება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
ამასთან დაკავშირებით, პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი დასკვნის დადება, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტს გუდაურში საბაგიროს დაზიანების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.