ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუდაურში დაშავებული ერთი ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი

ექიმის, ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, გუდაურში დაშავებულ პირს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა ღუდუშაურის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტი აპარატიდან რამდენიმე საათში მოიხსნება.

„ხუთი პაციენტიდან ოთხი ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის განყოფილებაშია, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ კლინიკას დატოვებენ.

ერთი პაციენტი, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიყვანეთ. მისი მდგომარეობაც სტაბილურია და აპარატიდან, ალბათ, რამდენიმე საათში მოიხსნება, ვითარებას ჩვენ სტაბილურად განვიხილავთ.

აღნიშნულ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია ხერხემლის მალის დაზიანებაზე, ასევე მხარი და ლავიწი იყო დაზიანებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები სტაბილურია.

დანარჩენებს აქვს მცირედი დაზიანებები დაჟეჟილობები, რომელიც განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს“, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გუდაურში საბაგიროს დაზიანების შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....