ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით სერგეენკო: “დაშავებულებს შორის ორსული ქალიცაა”

დაზუსტებული ინფორმაციით, ამ წუთისთვის გუდაურის გადაუდებელიდ დახმარების კლინიკას 8 ადამიანმა მიმართა. აქედან ერთი მათგანი უკვე გაეწერა. საბედნიეროდ არავინ გარდაცვლილა და არც მძიმე დაზიანება მიუღია ვინმეს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “ქრონიკის” ეთერში გუდაურში მომხდარი შემთხვევის კომენტირებისას.

“დაზუსტებული ინფორმაციით, ამ წუთისთვის გუდაურის გადაუდებელიდ დახმარების კლინიკას 8 ადამიანმა მიმართა. აქედან ერთი მათგანი უკვე გაეწერა. საბედნიეროდ არავინ გარდაცვლილა და არც მძიმე დაზიანება მიუღია ვინმეს. ორი პაციენტი საყურადღებოა, ერთი უკრაინისა და ერთი შვედეთის მოქალაქე. სატრანსპორტოდ თითქმის ჩასულები არიან რეანომობილები. მოხდება გადაფასება და პაციენტების ნაწილს გადმოვიყვანთ თბილისში. აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს შორის არის ორსული ქალი, რომელიც შვედეთის მოქალაქეა.  მას აქვს ტკივილი წელის არეში. დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან”, – აცხადებს სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგიროს წყობიდან გამოსვლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროზე დენი გაითიშა. მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოყავთ.

იტვირთბა....