ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მცხეთა-თიანეთის გუბერნატორი: “აქამდე საბაგიროს დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გვქონია”

ეს იყო ტექნიკური პრობლემა. ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა მწარმოებელ კომპანიას, “დოპელმაიერს”, ეს ლიდერია საბაგირო მწარმოებლებს შორის, – აცხადებს მცხეთა-თიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას.

“მსგავსი ინფორმაცია, რომ აქამდე საბაგიროს რაიმე პრობლემა ქონდა არ ყოფილა. მიზეზებზე ზუსტად ვერ ვილაპარაკებ, ამაზე შსს-მ დაიწყო გამოძიება. ფაქტი იყო ის, რომ თითონ საბაგირომ უკუსვლით დაიწყო მოძრაობა. ეს იყო ტექნიკური პრობლემა. ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა მწარმოებელ კომპანიას, “დოპელმაიერს”, ეს ლიდერია საბაგირო მწარმოებლებს შორის, ისინი თავის მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენი ფუნქციაა დაშავებულებს მივხედოთ და ამ კუთხით პრობლემა არ გვქონდეს”, – განაცხადა ზაუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგიროს წყობიდან გამოსვლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროზე დენი გაითიშა. მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოყავთ.

იტვირთბა....