გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებთ შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით სავარაუდოდ, 10 მოქალაქეა დაშავებული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს” – აცხადებენ უწყებაში.