გუდაურში საბაგიროს დაზიანების შესახებ ტელეკომპანია “პირველთან” მოთხილამურე სოფო ახმეტელმა ისაუბრა. მისი თქმით, გარდაცვლილები არ არიან, არიან მხოლოდ დაშავებულები, რომლებსაც მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
მოთხილამურე ვარაუდობს, რომ ტროსი გადმოვარდა, რაც საბაგიროს გაუმართაობის მიზეზი გახდა.
“მგონი ტროსი გადმოვარდა. სახლიდან ვუყურებ, დაშავებულები უკვე გადაიყვანეს. სამაშველო სამსახური მუშაობს, თოკებით ჩამოჰყავთ ხალხი”- აღნიშნავს სოფო ახმეტელი.
ექიმის თქმით, ზუსტად არ იცის, რამდენი ადამიანია დაშავებული. როგორც ის აცხადებს, რამდენიმე ადამიანი მძიმედაა დაშავებული.
დღეს, ცოტა ხნის წინ გუდაურში საბაგიროს მწყობიდან გამოსვლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.