ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაბა კაზრეთში 55 წლის კაცი მოკლეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, კონფლიქტის ნიადაგზე, 54 წლის მამაკაცი 55 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში ნათესავს, 1964 წელს დაბადებულ რ.გ.-ს, ვალის გადაუხდელობის მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. რ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ რ.გ.-ს ბრალდებულის 7000 აშშ დოლარი ემართა და გადახდას ვერ ახერხებდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, სოფელ კაზრეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

იტვირთბა....