ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სტოლტენბერგი: საქართველოს შესწევს უნარი, ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს და მიესალმება ქვეყნის მზადყოფნას, აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებზე რუსეთთან დიალოგში ჩაერთოს. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, იგი ივლისის სამიტზე რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღნიშვნას მოელის.

„მე ველოდები, რომ ივლისის სამიტზე აღინიშნება საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით კი კონტრიბუცია, რომელიც მას აქვს ავღანეთის ოპერაციაში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, გასულ კვირას შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და გამოხატა მწუხარება არჩილ ტატუაშვილის მკვლელობის გამო.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩვენ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, ასევე, მივესალმებით შთამბეჭდავ რეფორმებს, აგრეთვე, იმას, რომ საქართველოს შესწევს უნარი, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებზე“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....