ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი: “რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს”

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გევინ უილიამსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი “განზე უნდა გადგეს და მოკეტოს”.

“რუსეთის ქმედება სოლსბერიში აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ჩვენ მივიღეთ ზომები და რუსეთი სჯობს განზე გავიდეს და მოკეტოს”, – განაცხადა უილიამსონმა.

მისი თქმით, ბოლო დროის განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დაიძაბა და ახალი ცივი ომის დაწყება გამორიცხული არ არის.

ГРУ-ს ყოფილი ოფიცრის სკრიპალის მოწამვლის გამო, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს. გაუქმებულია დაგეგმილი ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო უწყების პირველ პირთან. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი და ხელისუფლება პროტესტს უცხადებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში ტარდება.

იტვირთბა....