გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის შედეგად 21 წლის გოგოს დაღუპვის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ტყვია შემთხვევით არასრულწლოვანს გაუვარდა. “კურიერის” ინფორმაციით იარაღი, რომლითაც ორი არასრულწლოვანი თამაშობდა, ძალოვანი უწყების თანამშრომელს ეკუთვნის.
ასევე “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველი სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის თანამშრომელია, ამ ინფორმაციას სუს-შიც ადასტურებენ, თუმცა “კურიერი” არ ასახელებს მამაკაცის ვინაობას, რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ.
ერთ-ერთი მეზობლის ვერსიით, იარაღი არასრულწლოვან ბიჭს ეჭირა, ხოლო მეორე არასრულწლოვანი მის გამორთმევას ცდილობდა, რა დროსაც სასხლეტს ხელი გამოკრეს და ტყვია ახალგაზრდა გოგოს მოხვდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეოაბს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. არ არის გამორიცხული, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყება დაინტერესდება იმითაც, თუ რამდენად კანონიერად იყო შენახული ძალოვანი უწყების თანამშრომლის იარაღი საცხოვრებელ სახლში.