ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„სამგორის რაიონს ელექტროენერგია 11:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდება. საუბარია კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, მოსკოვის გამზირის, ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, რევაზ მამისაშვილისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ასევე 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VIII კვარტლისა და შუამთის ქუჩასაც. 14:00-დან 16:00 საათამდე კი ელექტრომომარაგება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონში შეიზღუდება.

გლდანის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების, მუხიანის I, II მიკრორაიონების, კაჭარავას V ქუჩის, გობრონიძის, სარაჯიშვილსა და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შეშელიძისა და ხევძმარის ქუჩებს. 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტრომომარაგება იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩაზეც შეიზღუდება.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00-დან 15:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, ერეკლე მეორეს მოედნის, კოტე აფხაზის, ანტონ კათალიკოსის, ივერიისა და ყავლაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ცინცაძის, საირმისა და ბურძგლას ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიაზე შეზღუდვა შეეხება სანკტ-პეტერბურგის, უზნაძის, მარჯანიშვილისა და მამარდაშვილის ქუჩებს.

ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00-დან 17:00 საათამდე ნაწილობრივ, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონს ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა 10:00-დან 18:00 საათამდე შეეხება. საუბარია მთაწმინდის, ბესიკის, მესხის, ყიფიანისა და ვეძინის ქუჩების აბონენტებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

იტვირთბა....