დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაისმა გიჟური ბრალდებები რუსეთის სახელმწიფოსა და ხალხის მისამართით. დიდი ბრიტანეთის მიერ შესაბამისი არამეგობრული ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იგეგმება საპასუხო ზომები, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალის მოწამლვაზეპასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გააძევა.