ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზი ხელმძღვანელობასთან გარკვეულ, პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმელობა გახდა. თამარ ბაგრატიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.  ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„მეგობრებო, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დღეს ვტოვებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობას. თითქმის სამი წლის განმავლობაში აქ გავატარე ძალიან კარგი და ნაყოფიერი, ამავე დროს რთული წელიწადი.

ჩემი სააგენტოს უფროსობიდან წასვლის მიზეზი ბუნებრივია არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს ბევრ სიღრმისეულ მიზეზს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ.

დამერწმუნეთ, მე მუდამ ვიქნები ჩემი ქვეყნისა და გარემოს დაცვის სადარაჯოზე და სტატუსის არქონა ხელს ვერ შემიშლის ჩემი პრინციპების გატარებასა და იმის მიღწევაში, რომ მომავალ თაობებს უკეთესი გარემო დავუტოვოთ.

აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს თანამშრომელს, ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს, კეთილისმსურველს, ვინც მგულშემატკივრობდა და ჩემს გვერდით იდგა”, – აცხადებს ბაგრატია.

იტვირთბა....