ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ხონის რაიონის სოფელ ჩაის მეურნაობაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარტოფილის დათესვაში მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოსაც ავრცელებს.
“სწავლობს გიგლა ტიტინა. ხონის რაიონის სოფელი ჩაის მეურნეობა. პირველი წელია რაც მოსახლეობამ კართოფილის დარგვა გადაწყვიტა. იმედია, რომ ფაროსანა ვერ მოერევა და ექსპერიმენტიც გაამართლებს – მოსავალი იქნება. მადლობა მათ რომ მასწავლეს და წარმატება ამ მშრომელ ხალხს”, – წერს უგულავა.
Gepostet von Gigi Ugulava am Mittwoch, 14. März 2018