კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ტენდერი გამოცხადდება, რომელიც ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების შესყიდვას გულისხმობს. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს. მისი თქმით, სახანძრო სამაშველო ტექნიკის შესაძენად მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.
“ამ ტენდერის მიზანია, უკვე მზად ვიყოთ ზაფხულისთვის იმ ადგილებში, სადაც რისკი არის ტყის ხანძრების და სადაც არის მოსალოდნელი, რომ ეს პრობლემა შეიქმნას. მზად ვიყოთ და გვქონდეს გადაიარაღებული ტექნიკა და გვყავდეს გადამზადებული მეხანძრეები“, – განაცხადა მან.