ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რამაზ საყვარელიძე: “დიდი შანსია ინგლისის ნაბიჯი სხვა ქვეყნებისთვისაც გადამდები აღმოჩნდეს”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “მეტრონომთან” საუბრისას დიდი ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების ფაქტს აფასებს და აცხადებს, რომ ამიერიდან რუსეთი  შეცდომების დაშვებას მოერიდება.

“დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან ჩვენც გაწყვეტილი გვაქვს და ეს ნაბიჯი რუსეთზე მოქმედებს თუ არა, ჩვენზე უკეთ არავინ იცის. თუმცა, ჩვენი ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთს შორის ინტერესი სხვადასხვაა. გარდა ამისა, ინგლისის ნაბიჯი დიდი შანსია, სხვა ქვეყნებისთვისაც გადამდები აღმოჩნდეს. მაშინ ეს ყველაფერი რუსეთისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება. მეორე მხრივ, რუსეთისთვის უსიამოვნო იქნება, მაგრამ ეს მის მიერვე დაშვებულ შეცდომას უკავშირდება, რასაც არ აღიარებს. თუმცა, სამომავლოდ მოერიდება ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას”, – აცხადებს საყვარელიძე.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით,  ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევება მოხდება. ლონდონი მათ შპიონაჟში ადანაშაულებს. ბრიტანეთი სამზადისისთვის დიპლომატებს ერთ კვირას აძლევს და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ასევე რუსეთსა და ბრიტანეთს შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტები შეწყდება, ბრიტანეთის მთავრობის წევრები და სამეფო ოჯახი არ ჩავლენ რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე.

იტვირთბა....