aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზდანოვიჩის პანოს განადგურების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

კირილე ზდანევიჩის კედლის მხატვრობის განადგურების ფაქტზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ყოფილ „ოფიცერთა სახლში“ მდებარეობდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“რუსთაველის 16-ში, ყოფილი ოფიცერთა სახლის სარდაფში, კირილე ზდანევიჩის კედლის მხატვრობის განადგურების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მეორე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობას. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

„ოფიცერთა სახლის“  სარდაფში განთავსებული კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანოს განადგურების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

იტვირთბა....