დღეს პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კონსულტაციები არ შედგა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსულტაციების პროცესი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
“კვირის ბოლომდე გავაგრძელებთ კონსულტაციებს. რეზოლუცია იქნება ეროვნული ინტერებიდან გამომდინარე მკაცრი, ასევე სამათლებრივად გამართული იქნება. ჩვენ რეზოლუციას მივიღებთ მომდევნო სასესიო კვირაში. მნიშვნელბა აქვს თითოეულ სიტყვას. აქედან გამონდინარე პროცესი გაგრძელდება”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ
5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.