ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტის 95 %-ი ფაქტობრივად, შეთანხმებულია

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტის 95 % ფაქტობრივად, შეთანხმებულია.

“მე შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთ რეზოლუციას. ეს სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება იმ მცირე დეტალს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს შორის განსხვავება, არ მგონია წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამოც ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე. ტექსტის უდიდეს ნაწილზე, 95%-ზე ფაქტობრივად, შეთანხმებული ვართ და სულისკვეთება არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სჭირდება. რაც შეეხება ერთ დეტალს, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

იტვირთბა....