მაგალითად, გუშინ გია ალიბეგაშვილმა 3 000 ახალი სიტყვა წარმოადგინა, რომელიც ქართულში არასწორად იხმარება. ამ სიტყვებს რომ ჟურნალისტი გაეცნოს და დამახინჯებულად აღარ წარმოთქვას ისინი, აწყენს? თუ არ უნდა ნუ გაივლის. თუმცა, ასეთი ტიპის ტრენინგები უნდა არსებობდეს, – ასე განმარტავს “მეტრონომთან” უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მის გუშნდელ განცხადებას.
“მე ვიგულისხმე, რომ კარგი იქნებოდა თუ ჟურნალისტებისთვის იქნებოდა მეტყველების ტრენინგი. ის ჟურნალისტები ვინც თვლის, რომ დახვეწა და ახალი სიტყვების ცოდნა ესაჭიროება, სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან. ფაქტია, რომ მეტყველება არ არის გამართლი, ქართული სიტყვები დამახინჯებულია. შეიძლება, ჟურნალისტს ინსტიტუტში ქართული ენა და მეტყველება არ უსწავლია, სხვადასხვა ადამიანები მიდიან ამ სფეროში. ამიტომ, ასეთი ტიპის ტრენინგები ჟურნალისტებისთვის და მასწავლებლებისთვის კარგი იქნება. სწორი მეტყველება ჩვენც გვჭირდება პარლამენტარებს.
თუმცა, ყველაზე დიდი გავლენა მასაზე აქვთ ჟურნალისტებსა და მასწავლებლებს. მათგან მოდის ახალი სიტყვები და მოდაში სწორად ჟურნალისტების მიერ დამკვიდრებული სიტყვები შემოდის. მაგალითად, გუშინ გია ალიბეგაშვილმა 3 000 ახალი სიტყვა წარმოადგინა, რომელიც ქართულში არასწორად იხმარება. ამ სიტყვებს რომ ჟურნალისტი გაეცნოს და დამახინჯებულად აღარ წარმოთქვას ისინი, აწყენს? თუ არ უნდა ნუ გაივლის. თუმცა, ასეთი ტიპის ტრენინგები უნდა არსებობდეს”, – აცხადებს მაღრაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დეპუტატი გუგული მაღრაძე ჟურნალისტებისთვის მეტყველების სავალდებულო კურსის შემოღების ინიციატივით გამოდის. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მან ასევე განაცხადა, რომ მსგავსი კურსი პედაგოგებსა და დეპუტატებსაც სჭირდებათ.