ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-ში ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ზარანდიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ზარანდიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

ცნობისთვის, 13 მარტს ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ზუგდიდის მკვიდრი გიორგი ზარანდია დააკავეს. ზარანდიას მიმართ ე.წ. პროკურატურაში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....