ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სოფელ გოჩაჯიხაის მკვიდრი: “მიცვალებული გაგისვენებიაო და სოციალური მომიხსნეს”

ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ ფონს, ხელისუფლების უყურადღებობას და გაუგებარი მიზეზებით მოხსნილ სოციალურ დახმარებას აპროტესტებს.

ევროპული საქართველოს ლიდერთან დავით ბაქრაძესთან საუბარში სოფელ გოჩაჯიხაის მაცხოვრებელი მზევინარ ახალაძე ამბობს, რომ სტატუსი იმ მიზეზით მოუხსნეს, რომ ოჯახის გარდაცვლილი წევრის დაკრძალვა შესძლო.

“ერთი წლის წინ გარდამეცვალა მაზლი. ამის გამო დახმარება მომიხსნეს. მითხრეს გაგისვენებია მიცვალებულიო. მიცვალებულს ისე ხომ არ დავტოვებდი”, – აცხადებს ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას ახალაძე

დავით ბაქრაძის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილებები სცილდება პოლიტიკის ზღვარს და მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს პირად კონტოლზე აიყავნოს ახალაძეების ოჯახის მდგომარეობა.

იტვირთბა....