ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში დღეს და ხვალ წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

15 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14 მარტს +10, +12, ხოლო 15 მარტს +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

იტვირთბა....