რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა. შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.
როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მოხდა მსუბუქი ავარია. შედეგად მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში.
მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.