ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიბილოვი: “ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო ისტერიის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა”

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციებისა და ისტერიის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა.

„დღეს საქართველოში მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქულების დაწერა ყველაზე იოლია ნაციონალიზმის საკითხისა და რევანშისტური გამონათქვამების გამოყენებით“, – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

ბიბილოვის თქმით, აღნიშნული ისტერიის კიდევ ერთი წყარო საქართველოს დასავლელი კურატორები არიან, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ, რათა კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ „სამხრეთ ოსეთი“, როგორც ოკუპირებული რეგიონი, სადაც ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა.

იტვირთბა....