ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: “რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვანია”

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვანია. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ  Facebook  გვერდზეა განთავსებული.

„გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....