კომპანია “სითი პარკში” აცხადებენ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილბა მოულოდნელი იყო. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მერიასა და მათ ხელმძღვანელობას შორის კონსულტაცია არ ყოფილა.
ტაბიძე ამბობს, რომ “სითი პარკი” მერიის გადაწყვეტილებაზე განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს.