ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ყოფილ საბჭოთა კავშირში შემუშავებული ეგრედ წოდებული “ნოვიჩოკ” ნივთიერებით მოწამლეს. მეიმ მოსკოვისგან ქიმიური იარაღის აკრძალვაზე მასალების გადაცემა მოითხოვა.
სხვა შემთხვევაში ბრიტანეთი რუსეთს გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დაადანაშაულებს და შესაბამისად იმოქმედებს.
4 მარტს 66 წლის სკრიპალი და მისი ქალიშვილი სკვერში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მათთან ერთად მომწავლელი არისგან კიდევ 21 ბრიტანელი დაზარალდა.