ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა

უკრაინის პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინელი პოლიტიკოსის, რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, ამით დამტკიცდა, რომ პარტია “ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერისთვის წაყენებული ბრალდება დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ უსაფუძვლო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა გამოძიების შეჩერებას საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობას უკავშირებს.

იტვირთბა....