ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ ავრცელებს.
საუბარია, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, წყალსადენის, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, გობრონიძის, შეშელიძის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს; 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს; 13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის ხევის, ნინო ჟვანიას და რამაზ შენგელიას ქუჩების მცხოვრებლებს; 16:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პიკასოს ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს; 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ელგუჯა ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს; 14:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის და ნუშის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, მიხეილ ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

