ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კომპანიის აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

13 მარტს, კერძოდ, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდება 712 აბონენტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სნო, კარკუჩა, ჯუთა, გარბანი და მიმდებარე სოფლებში.

ელექტროენერგიის მიწოდება 11:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეეზღუდება 660 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაზალეთი, ჩირდილელიანი, გრიგოლაანი, ჩუგუნიაანი და მიმდებარე სოფლებში.

ასევევე ელექტროენერგიის მიწოდება 15:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდება – 467 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, გიორგიწმინდა. 15:00-დან 16:00 საათამდე – 168 აბონენტს სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, გლდანი, წიწამური.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

იტვირთბა....