ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფიფადან და უეფადან შესაძლოა საბერძნეთი გარიცხონ

პაოკის პრეზიდენტ ივან სავიდისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით იქნება შეჩერებული , – ამის შესახებ, ინფორმაციას  ქვეყნის სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით, ვებგვერდი ert.gr წერს.

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხთან დაკავშირებით უეფასთან თანამშრომლობს. გამოცემა ამტკიცებს, რომ მომხდარის გამო შესაძლოა ყველა ბერძნული კლუბი და ეროვნული ნაკრები გარიცხონ უეფასა და ფიფას ეგიდით გამართული ტურნირებიდან.

გარდა ამისა, სავიდის დაპატიმრებაზე პორტალი FP იტყობინება, რომ საბერძნეთის პოლიციამ ორდერი გასცა.

სალონიკის “პაოკისა” და ათენის “აეკის” დაპირისპირებაში, რომელიც, ფაქტობრივად, ჩემპიონობის ბედს წყვეტდა, მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს, თუმცა შეხვედრის არბიტრმა რამდენიმე წუთის შემდეგ გოლის გაუქმება გადაწყვიტა, მიზეზად კი თამაშგარე მდგომარეობა დაასახელა.

ამ ფაქტით განრისხებული “პაოკის” პრეზიდენტი, რუსი ბიზნესმენი ივან სავიდი მოედანზე იარაღით შეიჭრა და გოლის არ ჩათვლის შემთხვევაში მსაჯებს მოკვლით დაემუქრა. სპეცრაზმის დახმარებით სამსაჯო ბრიგადამ გასახდელს შეაფარა თავი. მომხდარის გამო მატჩი შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ ივან სავიდიმ პაოკის აქციათა პაკეტი 2012 წელს შეიძინა. მანამდე ის რუსული კლუბების “როსტოვისა” და სკას (როსტოვი) პრეზიდენტი იყო.

იტვირთბა....