არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით თუ საქართველოს პარლამენტის დოკუმენტი ორპარტიული იქნება, რეზოლუციის პროექტს მეტი ძალა ექნება, განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.
მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ორი ძირითადი მიმართულება იკვეტება: ჰუმანიტარული და პოლიტიკური საკითხი.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი ქართულმა ოცნებამ დღეს უნდა წარადგინოს. მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან კვლავ კონსულტაციებს მართავს.
ორ სხვადასხვა ტექსტში პრინციპული სხვაობა სანქციებშია. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის შექმნა. ევროპულ საქართველოში იმედოვნებენ, რომ რეზოლუციაში მათ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებენ.
5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.