ნეპალში, კატმანდუს აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით ავიაკატასტროფას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის ცნობით, ეს რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა – 67 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბანგლადეშური ავიაკომპანია US-Bangla-ს სამგზავრო ლაინერმა კატასტროფა დაშვების დროს განიცადა, რის შემდეგაც თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა.