მოსამართლეების მიერ გამოცდების ჩაბარება “ეროვნული გამოცდების ცენტრში” მართებული არ იქნება და ეს აღიქმება ისე, რომ მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნის პროცესში ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან ხდება ჩარევა, განაცხადა იუსტიციის საბჭოს მდივნი გიორგი მიქაუტაძე.
ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მიქაუტაძე საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ მოსამართლე კანდიდატებმა გამოცდები არა იუსტიციის სკოლაში, არამედ განათლების სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა ჩააბარონ.
მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეებისთვის გამოცდების ჩატარება, კონკრეტულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლება-მოსილებაა.
“მოსაზრების დონეზე დააფიქსირა ეს პოზიცია ანა დოლიძემ. ეს საკითხი მოწესრიგებულია ორგანული კანონით საერთო სასამართლოების შესახებ, რომელშიც პირდაპირ არის მითითება, რომ იუსტიციის უმაღესი საბჭო ატარებს საკავალიფიკაციო გამოცდას. რაც შეეხება შინაარსობრივად, ამას უფრო ფართოდ რომ შევხედოთ. ეს არის სასამართლო ხელისუფლების ვალდებულება და ფუნქცია. საკვალიფიკაციო გამოცდა არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღეს სკოლაში ვერ აირჩევს კანდიდატს, თუ მას არ აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული .ანუ,ეს არის შერჩევა დანიშვნის პროცესის შემადგენელი ნაწილი. ხოლო სასამართლო ხელისუფლებიდან ასეთი ფუნქციის გადატანა, ხელისუფლების სხვა შტოში ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდეგება,”- განაცხადა მიქაუტაძემ.
კითხვაზე, საგამოცდო ცენტრი როგორ უკავშირდება აღმასრულებელ ხელისუფლებას, საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ კონკრეტულად naec.ge- ს ობიექტურიბასთან პრეტენზია არ აქვს, თუმცა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის რაღაც ეტაპის გატანა სასამართლო სისტემიდან სწორი არ იქნება.
“ეს შეიძლება წარმოშობდეს საფრთხეეებს და გამოჩნდეს ისე, რომ მოსამართლეების შერჩევა დანიშვნის პროცესში ხდება ჩარევა სხვა ხელისფლების მხრიდან. კონკრეტულად საუბარი არ მაქვს არც გამოცდების ეროვნულ ცენტრზე და არც სხვა რომელიმე დაწესებულებაზე. ეს თვისობრივად უნდა იყოს სასამართლო ხელისფლების გადასაწყვეტი საკითხი და არა ხელისუფლების სხვა შტოების.ანუ, გამოცდების ჩატარება ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღესიბსაბჭოს უფლება-მოსილება” – განაცხადა მიქაუტაძემ.
გადაწყვეტილების პროექტზე “მოსამართლეობის საკვილიფაკციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ” მომხსენებელი საბჭოზე გიორგი მიქუტაძე იყო. მისი თქმით, ახალი დოკუმენტის გაცნობის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს ექნება,თუ რას გულისხმობს საკავალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ახალი წესი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიცის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრი ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეთა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩაბარებაზე ადმინისტრირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მოეხსნას და ის გამოცდების ეროვნულ ცენტრს გადაეცეს. მოსამართლე კანდიდატებმა კი გამოცდები არა იუსტიციის სკოლაში, არამედ განათლების სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა ჩააბარონ.