ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავიაკატასტროფას პატარძალი და მისი მეგობრები ემსხვერპლნენ

თურქი ბიზნესმენის ჰუსეინ ბასარანის თვითმფრინავი ირანში ჩამოვარდა. როგორც BBC წერს, კერძო თვითმფრინავში 11 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბიზნესმენის ქალიშვილი რომელიც დუბაიდან სტამბოლში ბრუნდებოდა. 11 მგზავრიდან 3 თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი იყო.

წყაროს ცნობით, 28 წლის მინა ბასარანი და მისი მეგობრები დუბაიში წინასაქორწინო წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

Bombardier Challenger 604 ირანის მთიან რაიონში ჩამოვარდა. წითელი ნახევარმთვარის ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევები და თვითმფრინავში მყოფთა ცხედრები უკვე აღმოაჩინეს და მათ მალე ჩამოასვენებენ.

როგორც BBC წერს, ჰუსეინ ბასარანი საფეხბურთო კლუბ „ტრაბზონსპორის“ ყოფილი ვიცეპრეზიდენტია. მას ბიზნესინტერესები აქვს ენერგეტიკის, ფინანსების, მშენებლობის, კვებისა და ტურიზმის სექტორებში. მასვე ეკუთვნის სტამბოლში მდიდრული აპარტამენტების კომპლექსი, რომელსაც მისი ქალიშვილის სახელს – Mina Towers – ატარებს.

მინა ბასარანმა ავიაკატასტროფამდე ერთი დღით ადრე Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ დუბაიშია გადაღებული.

saintereso.tk

იტვირთბა....