ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფრანსუა ოლანდი: “რუსეთი უკვე წლებია შეიარაღებას ზრდის და თუ რუსეთი იმუქრება, მაშინ რუსეთსაც უნდა დაემუქრონ”

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ფრანგული გამოცემის, Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსეთი იმუქრება, მაშინ მასაც უნდა დაემუქრონ.

საფრანგეთის ყოფილმა ლიდერმა სირიაში მიმდინარე მოვლენებზე და ქურთებზე ისაუბრა.

„სოლიდარული ვარ ქურთებისადმი, ვინაიდან არ ვივიწყებ, თუ რისი გაკეთება შეძლეს მათ ძალიან რთულ მომენტში, რათა ჩვენ „ისლამური სახელმწიფოს“ დევნის საშუალება გვქონოდა“, – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
ოლანდმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის კონფლიქტში მთავარი ძალა რუსეთია და ესკალაციის სერიოზული რისკი არსებობს, თუ რუსეთს არ დაუწესდება ზღვარი.

„ჩვენ შეგვიძლია ზეწოლა განვახორციელოთ, სანქციები დავაწესოთ. საჭიროა დასავლეთმა გააცნობიეროს, თუ რაშია საფრთხე. რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს რუსეთის ქმედებები. დონალდ ტრამპის პოზიცია არც ნათელია და არც პროგნოზირებადი. ამიტომაც უნდა იმოქმედოს საფრანგეთმა, ევროპამ, „ნატო-მ“, – აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.

საფრანგეთის ყოფილი ლიდერის განცხადებით, რუსეთი უკვე წლებია შეიარაღებას ზრდის და თუ რუსეთი იმუქრება, მაშინ რუსეთსაც უნდა დაემუქრონ. სირიაში თურქეთისთვის მოკავშირეების ქურთების დაბომბვის ნებართვის მიცემით მოსკოვი ხელს უწყობს ნატო-ში განხეთქილებას.

იტვირთბა....