“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით თუ არჩევნებმა აზრი დაკარგა, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა ჭაობში, ან ყველაფერი რევოლუციით დასრულდება. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვაა, როცა პირველ ადგილზე მყოფი პარტიის გარდა, ყველა სხვა პარტია არჩევნებს არასამართლიანად მიიჩნევს.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველ ადგილზე გასული პარტიის გარდა, ყველა სხვა პარტია ერთობლივად აცხადებს, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი. ეს ძალიან სერიოზულ ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნებს სვამს ხელისუფლებასთან მიმართებაში.
თუ ქვეყანაში არჩევნებმა საბოლოოდ დაკარგა აზრი, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა იმ ჭაობში, რომელშიც უკვე ვართ, ან ყველაფერი კვლავ რევოლუციით დასრულდება. ჩვენ გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლა, მაგრამ ამის საშუალებას ეს ხელისუფლება არ გვაძლევს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მისი შედეგები უკანონოა.