საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლები კულტურის სფეროს წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავენ,სადა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ითხოვენ.
“ჩვენ საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებული ვართ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება.
ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ ქართველი ხელოვანები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება”, – ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს დათო ოქიტაშვილი, თმრიკო ჭოხონელიძე, ზურაბ ყიფშიძე, ირმა სოხაძე და სხვ. აწერენ.