ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

პუტინი 2014 წელს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას აღიარებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დოკუმენტურ ფილმში “პუტინი” ამბობს, რომ 2014 წელს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო და მისი სამიზნე სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია იყო.

ანდრეი კონდრაშოვთან ინტერვიუში პუტინი აცხადებს, რომ მან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების გეგმის მიხედვით მოქმედება უბრძანა. გეგმა კი თვითმფრინავის ჩამოგდებას გულისხმობდა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თავად ოლიმპიური თამაშების გახსნაზე წავიდა, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ცრუ განგაში იყო, რომელიც თვითმფრინავის მთვრალმა მგზავრმა გამოიწვია.

იტვირთბა....