ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

12 მარტს, დიღმის მასივის I კვარტლის №14-ში გაზმომარაგება კორპუსის ნაწილს შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 12 მარტს, 12:00 საათიდან გაზმომარაგება დიღმის მასივის I კვარტლის №14-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდება.

“გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”- აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....