ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს”: ვინ მოკლეს ტატიშვილის ქუჩაზე

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი წარსულში მრავალგზის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია. ირკვევა, რომ ის საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა.
“მის დისშვილს ეძინა გვერდით ოთახში, მაგრამ შემთხვევის შესახებ ვერაფერი გაიგო. სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს, რადგან არც მეზობლებს გაუგიათ იარაღიდან გასროლის ხმა. ამ ამბავს წარსულთან რაიმე შეხება რომ ჰქონდეს, არ გამოვრიცხვ, ბოლო პერიოდში არაფერი გაგვიგია, რომ მას ვინმე მტრობდა”, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....