ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

12 მარტს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და არაყიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რამიშვილის და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამღებროს ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

იტვირთბა....