“ყოველგვარი შუამავლის გარეშე უნდა შედგეს პუტინსა და კვირიკაშვილს შორის შეხვედრა მოსკოვში” – ასეთი კომენტარი გააკეთა საოციალურ ქსელში უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვის შემდეგ.
შეგახსენებთ, დღეს კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა და რუსეთის ხელისუფლებას მიმართა.
მისი თქმით, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.