ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოკერია: “კვირიკაშვილის მიმართვა არ მოიტანს არანაირ სერიოზულ შედეგს”

”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  პრემიერის მიმართვა არ მოიტანს არანაირ სერიოზულ შედეგს. პუტინის მიმართ ასეთი მიმართვებით, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა არ იცვლება.

”ეს მიმართვა არ მოიტანს არანაირ სერიოზულ შედეგს. პუტინის მიმართ ასეთი მიმართვებით, რომ იცვლებოდეს რუსეთის პოლიტიკა, ეს უკვე მოხდებოდა. ივანიშვილის მთავრობა მოვიდა ცრუ დაპირებით, რომ დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთის ხელისუფლებასთან და თან ამას იზამდა ძალიან სწრაფად. დადასტურდა, რომ ეს იყო ცრუ დაპირება და იმ პოლიტიკით, რომელიც მათ გაატარეს, საუბარია მაღალი რანგის დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის მოხსნაზე, დააზიანა საქართველოს ინტერესები. მათ უნდა მიეცათ აქტიური რეაქცია ოთხოზორიას საზარელ მკვლელობაზე, თუმცა ეს არ გააკეთეს და ახლაც არიან არათანმიმდევრულები. ასე ”მგლის თავზე სახარების კითხვით”, რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება თანმიმდევრული პოლიტიკა და კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი შევთავაზეთ მთავრობას ”ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის” სახით”, – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....