ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინაშვილი: “ვინც ახლა პრემიერს თავს ესხმის, ის ჩვენი ქვეყნის მტერია”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ “ყველა, ვინც ამ მიმართვის გამო, თავს ესხმის კვირიკაშვილს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი! ეს ხალხი რეალურად არც არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხითა და ბედითაა დაინტერესებული, არც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული და არც სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დარეგულირება აინტერესებთ”.

“ყველა, ვინც ამ მიმართვის გამო, თავს ესხმის კვირიკაშვილს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი! ეს ხალხი რეალურად არც არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხითა და ბედითაა დაინტერესებული, არც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული და არც სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დარეგულირება აინტერესებთ. სწორედ ასეთმა აზროვნებამ მოიტანა სოხუმისა და ცხინვალის ტრაგედიები, სწორედ ასეთმა ხალხმა ჩააბარა კოდორი და ახალგორი.

ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე, იქნება ის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თუ უბრალოდ ინჟინერი ან ექიმი უნდა ხვდებოდეს, რომ კვირიკაშვილის მიმართვა( ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის ჭრილში) შესაძლოა აღმოჩნდეს გარდამტეხი და უნდა აღმოჩნდეს გარდამტეხი”, – წერს ირმა ინაშვილი Facebook-ში.

იტვირთბა....